Sunday, March 31, 2019

დღე 6

- დღეს ვისაუბრეთ, როგორ შევავსოთ გვერდი გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის მიხედვით.

-ვისაუბრეთ სასწავლო რესურსების მრავალფეროვნების შესახებ,

-როგორ გავანაწილოთ დავალებები ჯგუფის წევრებს შორის,

- დავიწყეთ ელექტრონული გაზეთის მომზადება.

Saturday, March 30, 2019

დღე 5


- დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის აწყობა, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პეზენტაცია იყოს პრეზენტაბელური,

- პრეზენტაცია  გამოვაქვეყნეთ ბლოგზე,

- ბლოგზე შევქმენით გვერდები,

- ვისწავლეთ სასარგებლო ბმულების შექმნა,

-გავეცანით საჭირო ინფორმაციას საავტორო უფლებების დაცვის შესახებ.


Saturday, March 23, 2019

დღე 3


დღეს დავიწყეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შევარჩიეთ საგნობრივი სტანდარტი, რომელიც

მიესადაგება ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტს, შევარჩიეთ მიზნები და ამოცანები,

შევარჩიეთ მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და კონკრეტული კითხვები.

Sunday, March 17, 2019

დღე 2

დღეს ვიმუშავეთ საინფორმაციო ბუკლეტის შექმნაზე.

შევადგინეთ სამგვერდიანი ბუკლეტი, რომელიც განკუთვნილია მშობლისათვის.

ბუკლეტში წარმოდგენილია აუცილებელი ინფორმაცია, პროექტის სახელწოდება,

 ავტორის ვინაობა და მისამართი, სკოლის მისამართი და რუკა, ფოტოები.

Saturday, March 16, 2019

დღე 1

      ტრენინგის თემა - პროექტებით სწავლება.

1. ტრენინგის მონაწილეთა გაცნობა

2.  შევედით საიტზე TPDC,GE/ESSENTIALS , გავეცანით ზოგად ინფორმაციას საიტის

შესახებ, როგორ ხდება ნავიგაცია.

3. მივიღეთ  ზოგადი ინფორმაცია, თუ როგორ იქმნება პროექტი.

4. განვიხილეთ მაგალითები, რომლებიც საიტზე იყო გამოქვეყნებული - წილადის

შესახებ და ლობიოს რბოლა.

5. მივიღეთ დავალება - შევარჩიოთ თემა, რომელზედაც ვიმუშავებთ ტრენინგის დროს.